ხარისხიანი ყურძენი, თავისთავად, ხელს უწყობს ხარისხიანი ღვინის დაყენებას, რაც ცალსახად არის გარანტი ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების -, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რთველის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, თანმიმდევრულად და წარმატებით.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული ფასის განსაზღვრა მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენზე, რამაც ხელი შეუწყო ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას, მიუხედავად ამინდისა. ქარხნების და ღვინის მარნების მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რთველის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, თანმიმდევრულად და წარმატებით. ყველა მევენახეს აქვს შესაძლებლობა, ჩააბაროს ყურძენი. ხარისხიანი ყურძენი, თავისთავად, ხელს უწყობს ხარისხიანი ღვინის დაყენებას, რაც ცალსახად არის გარანტი ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების ათვისების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის. ეს ყველაფერი, ჯამში, ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


