რაოდენ რთული მოსასმენი და წასაკითხიც არ უნდა იყოს, საქართველოში დღითიდღე უფრო მრავლდება სოფლები, სადაც აღარც ბავშვების ჟრიამული ისმის და აღარც მეზობლობა იკრიბება ერთმანეთთან სამუსაიფოდ.
სოფლები, სადაც დრო გაჩერდა, ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ, ამავდროულად ძალიან სევდიანი.
კვესეთი — სოფელი თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს.
2014 წლის აღწერით, სოფელში 8 ადამიანი ცხოვრობს.

ტყემაკარავი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

კენაში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, აღვის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6 ადამიანი.

უკანგორი — სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას თემში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

მოამზადა თორნიკე კუჭაშვილმა.


