17.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

სეზონური დეპრესია – ინტერვიუ ფსიქოლოგ ვერიკო გოჯიაშვილთან

ზამთარი ბევრს თბილი პლედით, ცხელი ჩაის ფინჯნითა და მშვიდი საღამოებით წარმოუდგენია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოღუშული ამინდი და მზის სხივების ნაკლებობა ყოველდღიური საქმეების მიმართ ინტერესს უკარგავს, განწყობას კი მნიშვნელოვნად უცვლის.

რა არის ზამთრის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები და რა დაგვეხმარება ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში – ამის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრ “ჰარტის” დამფუძნებელი ვერიკო გოჯიაშვილი.

– ქალბატონო ვერიკო, ბევრი ადამიანი ძალიან ემოციურად არის განწყობილი სეზონური ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებით კი ზამთრის მოახლოება არის დეპრესიული.. როგორი პერიოდია ეს ადამიანის ცხოვრებაში?

– ამინდის ცვლილებებზე ადამიანის გუნება-განწყობის ცვალებადობა არახალია, ყოველთვის იყო, არის და იქნება. ხანდახან ეს არის უბრალოდ ცუდი ამინდის მიუღებლობა, უსიყვარულობა და უგუნებობა, ხანდახან კი – სერიოზული სეზონური დეპრესია, რასაც მიხედვა და მკურნალობა სჭირდება. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც, სიტყვა “დეპრესიის” ანგარიშგაუწევლად გამოყენება, როცა ნებისმიერ უხასიათობას ადამიანები მიაწერენ დეპრესიას, თითქოს რაღაც არის ამაში ტრენდული და მომხიბლავი. რაც შეეხება ზამთრის ამინდის მიხედვით ადამიანის დამძიმებას, ეს გამოწვეულია დღის ხანგრძლივობის შემცირებით, რაც ამცირებს მზის აქტივობის შემცირებას და ადამიანში სერიოზულ ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს. გარდა იმისა, რომ მზიანი ამინდი, მზის დანახვა და შეგრძნება ჩვენზე დადებითად მოქმედებს, გვიხარია და განწყობა გვიუმჯობესდება, მზის სხივების მაგიური ძალა, ულტრაიისფერი სხივების ადამიანის სხეულზე ზემოქმედება იწვევს სერატონინის ჰორმონის გამომუშავებას, რაც ადამიანის ენერგიის წყარო და ერთ-ერთი სასიცოცხლო იმპულსია. ადამიანში მრავლად გამოყოფილი ჰორმონი სერატონინი კი, საღამოს, დაძინენამდე გარდაიქმნება მელატონინად, რასაც მეორენაირად ძილის ჰორმონს უწოდებენ, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ძილის სიღრმეს და ხარისხს. ესეიგი ორგანიზმში დღის განმავლობაში სერატონინი თუ საკმარისი რაოდენობით არ გამომუშავდა, ღამე ორგანიზმს არ ექნება ბაზა, რამაც უნდა მოგვცეს მელატონინი. გამოდის, რომ დღის სინათლის ხანგრძლივობაზე და მზის სხივების სიჭარბეზეა დამოკიდებული სიცოცხლის, ენერგიის და ასევე ძილის ჰორმონების რაოდენობა და ხარისხი. ზამთარში კი დღის ხანგრძლივობა 4-5 საათით ნაკლებია ზაფხულზე. ამ ჰორმონალური ბალანსის დარღვევა კი ადამიანებში იწვევს დღისით მოთენთილობას, უენერგიობას და ხშირად ძილიანობას, ღამით კი – დაძაბულობას, შფოთს და უძილობას. ადამიანებს უფუჭდებათ განწყობა, ერღვევათ რეჟიმი და ზიანდება ნერვული სისტემა. რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ამ პროცესებით გამოწვეული პრობლემები თავიდან ავიცილოთ? მზე არის დე ვიტამინი, რომელსაც ვიტამინი პირობითად ქვია. ეს არის ჰორმონი, რომელიც გახლავთ სხეულის ჰორმონალური სისტემის მეფე და დირიჟორი, რომლის დეფუცჯტის შექმნაც მთელ სხეულს არყევს. დე ვიტამინის ნაკლებობის პრევენცია ზაფხულიდანვე არის დასაწყები. ზაფხულის პერიოდში აუცილებელია როგორც მთის, ასევე ზღვის ჰაერის, სწორი კვების და ბევრი დადებითი ემოციის მიღება. ასევე ჩვენ შეგვიძლია შემოდგომის დასაწყისიდანვე მივმართოთ ექიმს, შევიმოწმოთ ორგანიზმში დე ვიტამინის და სხვა მინერალების მდგომარეობა და აქედანვე შევუდგეთ პროფიკაქტიკურ მკურნალობას. ასევე მნიშვნელოვანია კვება! ზამთარში ხშირად გადავდივართ ცომეულზე, ტკბილეულზე და სხვა არაჯანსაღ პროდუქტებზე, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანე, წითელი და ყვითელი კვება. ასევე განწყობაზე ზრუნვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, დღის განმავლობაში აივნის გამოყენება, მწვანე გარემოს თვალით შეგრძნება, განწყობის სასიამივნო ამბებით, ადამიანებით, ფილმებით, წიგნებით და ხელსაქმით ამაღლება, საკუთარი სხეულის და ფსიქიკის ყველანაირი ჯანსაღი აქტივობის მეშვეობით მხარდაჭერა.

– თქვენ არტთერაპიის სპეციალისტი ხართ, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ ნაცრისფერ სეზონს მეტი ფერადოვნება შევძინოთ და ხასიათიც შევინარჩუნოთ?

– არტთერაპია იცით, რომ არის ხელოვნებითი თერაპია. ხელოვნება კი თავისთავად თერაპიაა. საერთოდაც რომ არ გამოვიყენოთ ის ადამიანის კორექციისთვის, როდესაც ადამიანი ჩართულია ხელოვნებაში, მონაწილეობს შექმნაში თუ არის მაყურებელი, მსმენელი, დამთვალიერებელი, ყველანაირად ის არის მონაწილე ამ პროცესის –
იღებს სიამოვნებას, ხდება ბედნიერი და ზამთრის ნაცრისფერი პერიოდის გადაგორებაში ეს ძალიან ხელშემწყობი თემაა. ქალბატონები, რომლებიც ქსოვენ, კერავენ – ეს ყველაფერი ზამთრის აქტივობაა, რაც თავისთავად არტთერაპიაა.
უკვე ათი წელია, ყოველ წელს ნოემბერში ვიწყებთ არტთერაპიულ ჯგუფს, რომელიც სრულდება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში და პრაქტიკულად, მთელი ზამთრის განმავლობაში ჯგუფში შემოსული ადამიანები არტთერაპიის პროცესში არიან ჩართულებ და მართლაც რომ ადვილად გადის ზამთარი.
არტთერაპია არის ხალხური სიმღერები, ცეკვა. არტთერაპია არის თეატრი, მუსიკა.
მხატვრები ვართ თუ გამოფენას ვესწრებით, ყველა შემთხვევაში გავდივართ ართტერაპიულ პროცესს.

– გარდა იმისა, რომ მომავალ ზაფხულამდე თბილ დღეებს ვემშვიდობებით, ეს არის პერიოდი აგრეთვე სიახლეების – სკოლის, უნივერსიტეტის დასაწყისი. რას ურჩევდით პირველკურსელებს, რომლებმაც წელს პირველად შეაბიჯეს ცოდნის ახალ სამყაროში?

– რაც შეეხებათ სტუდენტებს და მოსწავლეებს, ვუსურვებ სწავლის და შრომის პროცესში მთელი ინტერესით და მონდომებით ჩართვას, რადგან საქმის სიყვარული მის სიმძიმეს ამსუბუქებს. ასევე ვურჩევდი ეს პროცესი აქციონ შემოქმედებით პროცესად, ყველა საგანი გახდება საინტერესო, სასიამოვნო და ადვილად დასწავლადი, თუ მას შემოქმედებითად მივუდგებით და შევასრულებთ დადებითი განწყობით. მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მეტად უყვარდეთ ერთმანეთი, იყვნენ მეტად მეგობრულები და ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილები. ეს ის ფაქტორია, რითიც ახალგაზრდას სასწავლებელში სიარული და სწავლა უხარია, გრძნობს მეგობრებისგან მხარდამჭერ გარემოს, განიცდის სიამოვნებას, ბედნიერებას და შრომის ნაყოფიერებაც მაღალია. ყველა ეს ფაქტორი, რაც ზევით დასახელდა და რაც ხელს უწყობს ადამიანში დადებითი იმპულსების მომატებას, ასევე ხელსნუწყობს ორგანიზმში დადებითი ჰორმონების, კერძოდ – სერატონინის და აქედან გამომდინარე- მელატონინის გამომუშავებას. გამოდის, რომ ზაფხუკზე მეტად ადამიანს ზამთარში სჭირდება დადებითი იმპულსების მიღება და გაცემა, რაც პირიქით ხდება. ამიტომ, ზამთრის დეპრესიის პრევენციისთვის აუცილრბელია ზაფხულში ჭარბად მიღება და ორგანიზმში დამარაგება მზის, ჰაერის, ჯანსაღი საკვების და სიხარულის. ასევე შემოდგომიდან ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოს თუნდაც იმ.მცირე რესურსებიდან, რასაც ბუნება გვთავაზობს, მაქსიმალურად მივიღოთ ეს ყველაფერი და ჩვენი ფსიქორმოციურ სიჯანსააღეზე ყიველდღიურად ვიზრუნოთ მრავალფეროვანი მეთოდებით. ბედნიერ, ჯანმრთელ ზამთარს, წარმატებულ სასწავლო წელს და ხალისიან განწყობას გისურვებთ ყველას.

მოამზადა თორნიკე კუჭაშვილმა.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები