1.8 C
Tbilisi
Wednesday, 11 March, 2026
spot_img

ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურიზმს ეცნობიან

ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ჩინურ მარკეტინგულ კომპანიასთან Dragon Trail International თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, ჩინელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ ჩინელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.

ჩინელი ტუროპერატორები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას,ქუთაისს, წყალტუბოს, შეკვეთილს, ბათუმს, გორს, სიღნაღს, ყვარელსა და წინანდალს.

 

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები