უხვმა ნალექმა და სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გარკვეული პრობლემები გამოიწვია – ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სეტყვამ დააზიანა საკარმიდამო ეზოები, ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები. სოფელ შილდის გარე პერიმეტრზე მდებარე სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად ვენახები არ დაზიანებულა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვარდისუბანი, გულგულა და შალაური მცირე რაოდენობით მოსულ სეტყვას ზიანი არ გამოუწვევია” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები


