დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ოზაანის „ამაღლების“ უნიკალური ტაძრის აღდგენა დაიწყო.
მონასტერი 2023 წლიდან დაკეტილია, რადგან წირვის დროს ჭერიდან აგურები ჩამოცვივდა.
IX საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის გამაგრების პროექტი 18 თვეს გაგრძელდება და 737 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „იბექსი“ აწარმოებს.
ექსპერტიზის დასკვნები დადებულია და განსახორციელებელი სამუშაოების დეტალები უკვე გაწერილია.
ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით, კულტურის სამინისტრომ ძეგლის დაფინანსება სამ წელზე გაანაწილა.
ამდენად, წელს 220 000 ლარი, 2026 წელს 360 000, ხოლო 2027 წელს 157 000 ლარი დაიხარჯება.
ამჟამად ტაძარში შიდა და გარე სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კომენტარები


