ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია.
“უკვე მეორე წელია, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელი ქართულ პროდუქციას ეცნობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართველ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პრესტიჟული გამოფენების სტუმრებს, რაც მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და შემდგომ აქტიური სავაჭრო კავშირების დასამყარებლად. პოტენციურ პარტნიორებთან გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინებს გვიქმნის”, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN დასწრებისას.


