1.8 C
Tbilisi
Wednesday, 11 March, 2026
spot_img

მეცნიერები გვალვაგადატანილი მცენარის აღდგენის მექანიზმს სწავლობენ

მეცნიერები გვალვაგადატანილი მცენარის აღდგენის მექანიზმს სწავლობენ.

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გვალვის შემდეგ მცენარეები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად აინაზღაურონ დაკარგული დრო და განაახლონ ზრდა. თუმცა ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა, სხვა რეალობაზე მიუთითებს: მცენარისთვის მთავარ პრიორიტეტს ჯერ პათოგენებისგან თავდაცვა წარმოადგენს, ხოლო ზრდა-განვითარებაზე ზრუნა მხოლოდ ამის შემდეგ იწყება.

ბიოლოგებმა შეისწავლეს პატარა ყვავილოვანი მცენარე Arabidopsis thaliana (Thale cress) მოწინავე გენეტიკური მეთოდების გამოყენებით. მეცნიერები გვალვის შემდეგ მცენარეების აღდგენას სიტყვასიტყვით წუთობრივად აკონტროლებდნენ – მორწყვის შემდეგ მე-15 წუთიდან 260-ე წუთამდე. დაკვირვებების ასეთი სიზუსტე გახდა აღმოჩენის საფუძველი, რადგან მცენარეთა მწარმოებლები, როგორც წესი, ცვლილებებს ასეთი სიხშირით არ აღრიცხავენ.

მორწყვის განახლებიდან სულ რაღაც 15 წუთში, არაბიდორისის ფოთლებში ათასობით გენი გააქტიურდა, რამაც ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია. მეცნიერებმა ამ ფენომენს „გვალვით გამოწვეული აღდგენა“ უწოდეს. მკვლევარებმა მსგავსი რეაქცია აღმოაჩინეს როგორც ველურ, ასევე კულტივირებულ პომიდვრის ჯიშებში, რაც მიუთითებს, რომ ეს მექანიზმი შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და გავრცელდა მრავალ მცენარეულ სახეობაში.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები