ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვისთავში, სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
სახალხო ზეიმზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ცეცხლაძემ ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და საპატიო ჩაქვისთაველებს მადლობის სიგელები გადასცა. საპატიო „ჩაქვისთაველის“ სიგელი გადაეცათ თამაზ აფაქიძეს, თამაზ კონცელიძეს, ილია გორგილაძეს, რევაზ კონცელიძეს და შოთა გორჯელაძეს.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და კულინარიული მასტერკლასი.


კომენტარები


